
ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანის და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
თაგები:
ვიქტორ ორბანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს