ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს პირველად სტუმრობს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს ელჩი მონტენეგროში ელჩი ზაალ გოგსაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე, ხოლო მონტენეგროს მხრიდან: მონტენეგროს ელჩი საქართველოში დრაგიკა პონორაკი, მონტენეგროს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი მილან როჟენი, მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თამარა ბრაჟოვიჩი.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. დღესვე საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


