
ავტორი
Front News საქართველო
ორგანიზაცია “რუსეთის მამები” მომღერალი თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.
ამ მოთხოვნით ორგანიზაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
“რუსეთის მამების” აქტივისტმა ანდრეი ზგონიკოვმა განაცხადა, რომ “უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ გვერდწითელმა გააუქმა ტურნე რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ დატოვა ქვეყანა და ახლა გეგმავს ტურნეს აშშ-ში”.
თამარ გვერდწითელმა რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა. 24 აპრილს ცნობილი გახდა აშშ-ში მისი კონცერტების შესახებ.
თაგები:
რუსეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს