ორი თვითმფრინავი და 740 ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
14 თებერვლის დილის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 740 რუსი ჯარისკაცი და მტრის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 139 080 (+740) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 14.02.2023-მდე: ტანკები – 3 286 (+3), ჯავშანტექნიკა – 6 500 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 299 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 466 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 234 (+0), თვითმფრინავი – 298 (+2), ვერტმფრენები – 286 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2011 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 857 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 155 (+5), სპეციალური ტექნიკა – 218 (+1).
