Logo

“ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე”

საზოგადოება
800
Frontnews image description

ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისთვის ჩარიცხულ გირაოს საკითხსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ კომენტარებს ეხმაურება. 

"სამი თვის განმავლობაში, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ოლიგარქმა შექმნა, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა. აქედან (ციხიდან) კიდევ უფრო კარგად ჩანს და ცდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ პატიმარი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი, თუ არის ოთხ კედელში, რაიმე სახით მოწყვეტილი არის იმ რეალობას, რომელიც არის საკნის მიღმა, პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წვრილმან დეტალებშიც კი. 

ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობეზე დანიშნული ადამიანების კომენტარებს, რასაც თვალყურს ვადევნებდი, მე რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. ეს ადამიანები, თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა, ამ უსაგნო კამათში შესვლას განა აზრი აქვს? ორი შედეგია ხომ? ან "ქართულ ოცნებაზე" დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორც მე მიწოდებენ, მეორე მხრივ, ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად ხომ? ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე", – აცხადებს მელია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები