“ორჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა”


ავტორი
Front News საქართველო
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გუშინ ორჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი.
"ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს "სამოქალაქო პირები" დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში", – წერს ქაცარავა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს