ორფოლოს პოლიგონზე 31-ე ბატალიონის “ბრავო” ასეულმა საველე წვრთნები დაასრულა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა.
დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა. 31-ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალების და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა.
წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს