ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა.
საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა.
დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა.
10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
თაგები:
სწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს