"ორფოლოს" საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საარტილერიო სწავლების მიზანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ეს კი,თავის მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს. დამკვირვებელ - მაკონტროლებლის მიერ საველე სწავლება დადებითად შეფასდა.
თაგები:
საველე სწავლება
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


