Logo

“ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით”

საზოგადოება
870
Frontnews image description

"გირჩი" პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

"ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ჩვენ ისედაც საპარლამენტო საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ.  ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას, რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი", – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები