“ორშაბათს დილით, ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ თუ შეუთანხმებლობის”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა შუალედური იყო და პასუხი იმაზე, შეთანხმების გზით წავა ორივე მხარე თუ პირიქით, ორშაბათს დილით იქნება ცნობილი.
"ეს არის მხოლოდ შუალედური შეხვედრა, პოზიციების მოსინჯვა და არა დეტალური საუბარი. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმიტომ, რომ ახალი არაფერი გვაქვს სათქმელი. წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ "ქართული ოცნება" რაღაც კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე. ერთადერთს ვიტყვი, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება "ქართულ ოცნებას" უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში. ფორმატებზე ვერ ვისაუბრებ, ახლა 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული, ორშაბათს დილით, ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიცია შეთანხმებისთვის მზად არის", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


