ოსტინი – აშშ შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში პოტენციური ესკალაციის გამო


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის საბრძოლო მოქმედებები შეიძლება გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ პოტენციური ესკალაციით. რეალურად, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას მთელს რეგიონში. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები სწორ პოზიციაზე არიან, ისინი დაცული არიან და ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უნარი“, – განაცხადა ოსტინმა.
ოსტინის კომენტარები მოჰყვა ირანელი მხარდამჭერების თავდასხმებს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, საზღვაო ძალების მიერ ცოტა ხნის წინ იემენიდან გასროლილი რაკეტების ბოლოდროინდელ ჩამოგდებას და ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ბრძოლების გაძლიერებას – ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს “ჰამასის” წინააღმდეგ.
თაგები:
ლოიდ ოსტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს