Logo

ოსური მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგორის პოლიციის უფროსი დაიღუპა

კონფლიქტები
26.04.2023 / 12:07
1451
Frontnews image description

ახალგორი-ცხინვალის გზაზე, სოფელ ზახორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგორის პოლიციის უფროსი ლაშა ტუაევი დაიღუპა, – ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, ავტომანქანა, რომელსაც 36 წლის ტუაევი მართავდა, ბეტონის ღობეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ადგილობრივი 37 წლის ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თაგები:

Advertisement