Logo

ოთარ ფარცხალაძე - მდევნიან იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, რათა წამართვან ჩემი ისტორიული სამშობლო, არ მეშინია

პოლიტიკა
194
Frontnews image description

საერთაშორისო კრიმინალურმა გაერთიანებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს, არ მეშინია, ეს ყველაფერი იდეალურად ადასტურებს ჩემს მიერ არჩეული გზის სისწორეს, - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე მდევნიან გამოგონილი დანაშაულებისთვის, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, რათა წამართვან ჩემი ისტორიული სამშობლო. საერთაშორისო კრიმინალურმა გაერთიანებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად ადასტურებს ჩემს მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

დროა, წარსულში დავტოვოთ წარსულის წყენები, რომლებიც ჩვენი ერის მტრების მიერაა შექმნილი და წინ ვიაროთ. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მის ინტერესებში და ვინ ინტრიგებს ხლართავს, რითაც უცხოელ პატრონებს ემსახურება, ანგრევს ჩვენს იდენტობას, წეს-ჩვეულებებსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტრადიციების და რწმენის შენარჩუნებას", - განაცხადა ფარცხალაძემ.

მისივე თქმით, ყველა ძალისხმევას მიმართავს ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ.

"მე გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს, საქართველოს სამსახურში ყოფნის სახელით. დღეს კი ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, სადაც, ვიცი, რომ მოძმე ერებს შორის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. დროში, როდესაც ძველ ჭრილობებს ჯერ არ ჰქონიათ სათანადოდ შეხორცების დრო, მაგრამ ცხოვრება უკვე ახალ გამოწვევებს გვიმზადებს. და, როგორც ჩვენივე შეცდომებიდან და ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებიდან ვნახეთ, ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს რეაგირებისთვის.

პირველი ვარიანტია ვუღალატოთ ჩვენს ისტორიას, რწმენას, მეგობრებსა და ძმებს, უარი ვთქვათ იმ მცირედზე, რაც გვაქვს თავისუფლების ილუზიისთვის.

მეორე არის კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობისკენ წაიყვანს. მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს.

ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებით და გმირული საქმეებით. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელ არმიასთან ერთად იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და სიამაყისთვის გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ. ეს გმირული საქმეები აძლიერებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს საშინელი გვერდები.

მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებაში, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე.

მე ყველა ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე", - განაცხადა ფარცხალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები