ოთარ აბესაძე – თუ ქვეყანაში არ შემოვიდა გარე ეკონომიკური ფული, ჩვენ გვექნება საკმაოდ რთული სიტუაცია

ავტორი
Front News საქართველო
თუ ქვეყანაში არ შემოვიდა გარე ეკონომიკური ფული, ჩვენ გვექნება საკმაოდ რთული სიტუაცია, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაციის შესამცირებლად საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.
“ქვეყანაში თუ გვაქვს 11,4 პროცენტიანი ინფლაცია, ამას სჭირდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუდმივად, წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტირება ეკონომიკაში და არა სოციალურ პროექტებში. არავინ საუბრობს ამას, რომ ეს თანხაა მოსაზიდი, მინიმუმ 4 წლის განმავლობაში ინფლაცია 3 პროცენტამდე დაიყვანო.
თუ ქვეყანაში რეალურად არ დაიდო ის შედეგი, რომ იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო გარანტიით და ქვეყანა არ შეესაბამა რეალურ დასავლურ ფასეულობებს, ინფლაცია და ეს გაჭირვება იქნება მზარდი.
თუ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური პოზიტივი, ეს არის ინფლაციით შექმნილი. თუ არ შემოვიდა გარე ეკონომიკური ფული ქვეყანაში, ჩვენ გვექნება საკმაოდ რთული სიტუაცია“, – განაცხადა ოთარ აბესაძემ.
თაგები:





