Logo

ოთარ ანგურიძე – საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

Frontnews image description

“უკვე სამი თვეა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეტყობა გაუმჯობესება, რასაც ეკონომიკური ზრდის შეფასება მაჩვენებლებიც ამყარებს. ივნისის თვეში რეალური ზრდა 18.7% დაფიქსირდა. ხოლო პირველი 6 თვის ზრდის ტემპმა 12.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისის თვის მაჩვენებელი არა მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე მაღალია, როცა პანდემიიდან გამოწვეული ვარდნა იყო, არამედ 9%-ზე მეტით აჭარბებს  2019 წლის ივნისის თვის მაჩვენებელსაც“, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ. 

 

ექსპერტის თქმით, 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. სექტორულად თუ განვიხილავთ ზრდა დაფიქსირებულია პრაქტიკულად ყველა დარგში. მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესებამ. 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადაც წმინდა ექსპორტი 33.7%-ით არის გაზრდილი და 257 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

„ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7.7%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებელი და უნდა ითქვას, რომ შემდეგ თვეებშიც ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საპროგნოზო მაჩვენებლებმა და რეალური ზრდის ტემპმაც შესაძლებელია გადააჭარბოს ორნიშნა მაჩვენებელს“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

თაგები:

Advertisement