Logo

ოთარ თოიძე – უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით

Frontnews image description

ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელი, ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან გორის ჰოსპიტალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

“ის ღებულობდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო. მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ. ის დოზა წამლისა, რასაც ის ღებულობდა, ნამდვილად არ არის ტოქსიური. ანუ, თქვენ რომ დალიოთ და მე რომ დავლიო, არაფერს მიზამს. მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, ორმოცდაათი დღის განმავლობაში, კარგავს გონებას, აქვს წნევები და აქვს ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები; ამ შემთხვევაში, წამლის პატარა დოზაც მოქმედებს ისე, როგორც ტოქსიური. მარტივად რომ აგიხსნათ, შემთხვევით შაქრის ნატეხს ნაცვლად რომ დალიოთ წნევის წამალი, ჩვეულებრივი დოზით და მან თქვენ გონება დაგაკარგვინოთ, რას ვიტყვით მაშინ? ეს წამალი არის თერაპიული დოზით, მაგრამ მან თქვენთვის მომწამვლელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის და მისი თანხმობის შესაბამისად.

 

“ახლა ლაპარაკია მულტიპროფილურ და სპეციალიზებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. ჩვენთან მულტიპროფილური არის, მაგრამ სპეციალიზებული დაწესებულებები, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს, ნაშიმშილარ პაციენტებს, არ არის. ის ძირითადი გართულება, რაც აქვს ახლა ბატონ მიხეილს, პოსტტრამვული სტრესია, მაგრამ ამაზე მეტად აწუხებს ვერნიკეს ენცეფალოპათია და შეიძლება, იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი. რამდენიმე დღე გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს ანორექსიის გამოა, თუ სხვა რაიმე მიზეზია, ეს გამოსაკვლევია. ყოველ შემთხვევაში, მას კუჭის მოქმედებასთან ქონდა პრობლემები, რომელიც წესით მას არ უნდა ჰქონოდა.

 

კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის და მისი თანხმობის შესაბამისად. რამდენიმე კლინიკაში დაგზავნილია მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს პაციენტის მოთხოვნას იქ გაიგზავნება. ნუ გგონიათ, რომ ესაა ფსიქოთერაპიული კურსებისთვის. მას სჭირდება ბიოქიმიური ფუნქციების ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც საქართველოში არ არის. არის გერმანიაში გაგზავნის საშუალება, მაგრამ პასუხები იგვიანებს. ეს მოთხოვნები ჩვენგან გაიგზავნა.

 

ენცეფალოპათიას აქვს ორი სტადია. პირველი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და მეორეში ღმერთმა არ ქნას, რომ გადავიდეთ. ეს გამოიწვევს იმას, რომ მას ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ფსიქოლოგია არ ნიშნავს ფსიქიკას. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები