Logo

ოთარ ზურაბიშვილი – 14 დეკემბერი იქნება სირცხვილის თარიღი

პოლიტიკა
1279
Frontnews image description

14 დეკემბერი იქნება სირცხვილის თარიღი. ვინ იქნება პრეზიდენტი კარგად ვიცით – არარაობა, არაადამიანი და არალეგიტიმური. ეს არის სირცხვილი, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სანქციების პაკეტი ქართველ მაღალჩინოსნებზე იქნება.

“გასული გაზაფხულის აქციების შედეგი იყო, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, იმავენაირად უყურებენ საქართველოს ახლაც, როცა მსოფლიოში ამდენი რამ ხდება, პირველ ადგილზეა საქართველო, ე.ი. ძალიან სერიოზული საკითხია. ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ ევროპას ეხება.

მე მჯერა, რომ იქნება სანქციები. მეორე მხრივ, ვნახეთ პარიზში შეხვედრა მაკრონის, პრეზიდენტისა და ტრამპის. ესეც ნიშანია, ასეთი შეხვედრა შემთხვევით არ ხდება.

14 დეკემბერი იქნება სირცხვილის თარიღი. ვინ იქნება პრეზიდენტი კარგად ვიცით – არარაობა, არაადამიანი და არალეგიტიმური. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები