ოთარ ზურაბიშვილი – ეს აქცია არის იმაზე, რომ ვიყოთ სადარაჯოზე ძალიან დიდი სიფრთხილით


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 17:00 საათზე, თბილისში საპროტესტო აქცია – “დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი” გაიმართება.
ორგანიზაციის “დაიცავი“ ინიციატივით მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას.
აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და გაერთიანებები.
“არა მხოლოდ ემიგრაციაში, არამედ საქართველოშიც არის დიდი აქტივობა ამ არჩევნების წინაშე. დიდი აქტივობაა იმიტომ, რომ საჭიროა ეს ყველაფერი. ალბათ, ყველამ შეამჩნია, რომ ბევრი ხარვეზებია, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად საარჩევნო უბნების ნაკლებობა და ძალიან ბევრი რამ არის გასაკვირი და ეს აქცია არის იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ სადარაჯოზე ძალიან დიდი სიფრთხილით და იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა და აქტივობა, რაც განაპირობებს სწორ არჩევნებს“, – განაცხადა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა.
თაგები:
ოთარ ზურაბიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა