ოთარ ზურაბიშვილი – პარტიულ ცხოვრებაზე უფრო მაღლა დგას ქარტია, რომელიც არის ქოლგა, რომლის ქვეშაც უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია

ავტორი
Front News საქართველო
პარტიულ ცხოვრებაზე უფრო მაღლა დგას ქარტია, რომელიც არის ქოლგა, რომლის ქვეშაც უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია და მივცეთ საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ შევძლოთ, დავამკვიდროთ ქვეყანაში ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა, საქართველოს პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებისთვის ხალხმა უნდა იცოდეს, რა უნდათ.
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, იმიტომ, რომ ეს გადამწყვეტია. თუ “ოცნების” კურსი ავიღეთ, ეს ნიშნავს, რომ მორჩა, მივდივართ რუსეთისკენ, მაგრამ თუ გვინდა სხვა კურსი, მაშინ პირდაპირ და ნათლად უნდა ავირჩიოთ ევროპა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპამ მილიონები დახარჯა საქართველოში და მზად არის, რომ მილიარდები დახარჯოს, იმიტომ, რომ ფიქრობს, საქართველო ღირსია ევროპული მომავლის.
ასეთ მომენტებში, საჭიროა, რომ ვიცოდეთ – პარტიულ ცხოვრებაზე უფრო მაღლა დგას ქარტია, რომელიც არის ქოლგა, რომლის ქვეშაც უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია და მივცეთ საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ შევძლოთ, დავამკვიდროთ ქვეყანაში ევროპული მომავალი, შევცვალოთ ის, რაც ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი და ერთ წელში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ევროპულ გარემოს”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
თაგები:
ოთარ ზურაბიშვილი




