ოთარ ზურაბიშვილი – საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს არის გადაწყვეტა ორი მომავლისა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს არის გადაწყვეტა ორი მომავლისა. ერთი არის ევროპული მომავალი და მეორე – რუსული მონობა, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხმა, რომელიც შეიკრიბა და მივიდა არჩევნებზე გადაიტანა ძალიან რთული დღეები და ამ ძალისხმევის შედეგად ყველაფერი კარგად იქნება.
“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს არის გადაწყვეტა 2 მომავლისა. ერთი არის ევროპული მომავალი და მეორე – რუსული მონობა. ჩემი ხმა და მიზანი საითაც არის ყველამ კარგად იცის და ისიც იციან, რას წარმოადგენს ევროპა და რაც წარმოადგენს რუსული ოკუპაცია საქართველოში. ხალხმა, რომელიც შეიკრიბა და მოვიდა არჩევნებზე გადაიტანა ძალიან რთული დღეები და ამ ძალისხმევის შედეგად ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე ყველას ექნება საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი და ჩაერთოს ამ ყველაფერში, მისცეს მის სურვილებს და მიზანს გასაქანი, რომელიც აუცილებლად, უნდა იყოს ევროპისკენ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
თაგები:
ოთარ ზურაბიშვილი




