
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი წერს.
“საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე!
წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში.
სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა.
დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის.
მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი.
დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა გაგვაფრთხილა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.
ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! ჰუმანურობა მოითხოვს! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია!
ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება.
ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!”, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს