Logo

ოთარ ზურაბიშვილი – საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა და შინაგანი დაშლა, რომელსაც ახლო მომავალში ველოდებით

პოლიტიკა
1280
Frontnews image description

ხელისუფლება უკან იხევს, დაიხია ნაძვის ხის საკითხზე და მგონი, საჭიროა, რომ ყოველდღე გაგრძელდეს ეს აქციები, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას თავად გამოაცხადებს.

“ვნახეთ, რომ ხელისუფლება უკან იხევს, დაიხია ნაძვის ხის საკითხზე და მგონი, საჭიროა, რომ ყოველდღე გაგრძელდეს ეს აქციები. ვიცით, რომ საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა და შინაგანი დაშლა, რომელსაც ახლო მომავალში ველოდებით.

ხვალ ზურაბიშვილის აქცენტი იქნება გაკეთებული მთავარ მოთხოვნაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. რაც შეეხება გეგმებს, საკუთარ და ზოგადად გეგმებს სალომე ზურაბიშვილი თავად გვეტყვის”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები