Logo

ოთარ ზურაბიშვილი – წადით საელჩოებში, მოაქციეთ ალყაში, ვინც ახლა არ გადადგება, იქნება რუსეთის წარმომადგენელი

პოლიტიკა
444
Frontnews image description

ეს არის რეჟიმის და ქვეყნის გადატრიალება. ყველაფერი გადათელეს, ჩვენი ეროვნული წარსული, ჩვენი პრინციპები, მოგვპარეს არჩევნები, შევიდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ ჩვენი მტრის, პუტინის წინ დავიჩოქოთ, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩოები უნდა მოექცნენ ალყაში საზღვარგარეთ. ვინც ახლა არ გადადგება, იქნება რუსეთის წარმომადგენელი.

“ეს არის რეჟიმის და ქვეყნის გადატრიალება. ყველაფერი გადათელეს, ჩვენი ეროვნული წარსული, ჩვენი პრინციპები, მოგვპარეს არჩევნები, შევიდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ ჩვენი მტრის, პუტინის წინ დავიჩოქოთ. ეს ვერ მოხდება ვერანაირად, ქართველი ხალხი არ დაეთანხმება ამას არასდროს. მე მინდა მივმართო ჩვენს ქართველებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, ძალიან გთხოვთ, წადით საელჩოებში, მოაქციეთ ალყაში, გადაკეტეთ საელჩოები, არ დაუთმოთ ჩვენს ე.წ. ელჩებს. ვინც ახლა არ გადადგება, იქნება რუსეთის წარმომადგენელი!“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები