Logo

ოთხმა ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა

საზოგადოება
500
Frontnews image description

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! – პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანია –  “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.

 

მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 11 ივლისს, დილით, ის დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლექსოს 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას ოპერაციაც დასჭირდა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები