
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია თანახმაა გირაოს ჩარიცხვაზე, თუკი ამნისტიის კანონპროტექტი იქნება გაწვეული.
მისივე განმარტებით, გამართლდა ნიკა მელიას შიში იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონპროექტით ინდულგენციას მოძალადე პირები მიიღებენ.
"ნიკას პოზიცია, რომ თანხმობას აცხადებს ევროკავშირის მიერ ჩარიცხულ გირაოზე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარი იქნება ნათქვამი ამნისტიის კანონის მიღებაზე, რომელიც უკვე თვალნათლივ დავინახეთ, რომ შეეხება ყველა და ყველაფერს, ვინაიდან "ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონპოროექტი არის იმდაგვარი ვარიანტი, რომლითაც ფაქტობრივად ინდულგენციას მიიღებს ყველა მოძალადე და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი", – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს