ოზურგეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს


ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობა გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ათამდე ტყვია ესროლეს.
მკვლელობის მოტივი უცნობია.
23 წლის ახალგაზრდა სოფელ ანასეულში ცხოვრობდა. ის ცოტა ხნის წინ იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც დედასთან იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს