ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა. ცნობილია, რომ მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი.
ადგილობრივების თქმით, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ოზურგეთში თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს