
ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთში გაფიცვები გრძელდება. ფქვილის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლები მე-18 დღეა, მოითხოვენ ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ამ წუთებში ისინი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა პირველ რიგში, ხელფასების ზრდაა, ფიქსირებული 800 ლარი, რასაც ვითხოვთ ამ 18 დღის განმავლობაში და რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა დღემდე. არანაირი რეაგირება არ აქვთ"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ადმინისტრაცია გეგმავს ახალი მუშახელის დაქირავებას და თუ ასე მოხდება, ისინი ახალ თანამშრომლებს ტერიტორიაზე მისვლისა და ქარხანაში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
კომპანიის ადმინისტრაციაში კომენტარი არც დღეს გაკეთებულა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს