Logo

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს

სამართალი
10.09.2021 / 00:30
Frontnews image description

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს. 

 

“ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიციელი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეში სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიც ფიგურირებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. პროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ 50 წლამდე ასაკის პატრულის თანამშრომელი დაკავებულია.

Advertisement