
ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება ეროვნული კრება, რათა ხელისუფლების მიტაცებული ქვეყანა ხალხს დაუბრუნდეს.
"ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი, ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს - 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას.
ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს.
4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე!", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თაგები:
პაატა ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს