Logo

პაატა ბურჭულაძე - 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მეტი რა ვთქვა?!

პოლიტიკა
257
Frontnews image description

4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მეტი რა ვთქვა?! მე დავპირდი ხალხს, რომ გავაერთიანებდი, მართლა გავაერთიანე, - ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნების" ყოველი დღე არის უკუსვლა.

"მოქალაქეებმა რას უნდა მისცენ ხმა - ამაზე ერთ-ერთ საკითხი იქნება - გინდათ თუ არა, რომ ესენი მოშორდნენ და აქედან წავიდნენ. იქ იქნება მოცემული - ვინ შეიკავა თავი, ვინაა წინააღმდეგი და ვნახოთ ერთი, ორი ადამიანი მაინც თუ იქნება წინააღმდეგი. თუ წინააღმდეგი არავინ იქნება, მერე მთელი ძალაუფლება გადმოვა ხალხის ხელში და დავიწყებთ ისეთ მოძრაობას ჩვენს ქვეყანაში, როგორიც გვინდა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალხი და ეს პოლიცია უნდა დაგვემორჩილოს დღეს.

4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მეტი რა ვთქვა?! იმავე დღეს უნდა მორჩეს ყველაფერი, ამის გაგრძელება არ შეიძლება. "ოცნების" ყოველი დღე არის ჩვენი უკუსვლა. 

მე მაქვს უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ "ოცნებისგან" წასულ დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ დიდი კავშირი ჩვენთან, პირადად ჩემთან რამდენიმეს მხოლოდ, მაგრამ ხაბეიშვილთან ბევრს. ისინი, ფაქტობრივად, ნანობენ იმ ცოდვას, რაც აქვთ ჩადენილი. 

მე რომ დავპირდი ხალხს, რომ გავაერთიანებდი, მართლა გავაერთიანე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement