Logo

პაატა ბურჭულაძე - ისეთი შეშინებულები არიან, არ გამოვრიცხავ, რაღაც მიზეზების გამო, ყველანი დაგვაკავონ, მაგრამ მოემზადეთ 4 რიცხვისთვის

პოლიტიკა
102
Frontnews image description

მე არ გამოვრიცხავ, რომ 3 ოქტომბრის საღამოს ივანიშვილი საქართველოში აღარ იყოს, ისე მიდის ეს საქმე და ისეა შეშინებული ის, -  ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმდენადაა შეშინებული, რომ რაღაც მიზეზების გამო, შესაძლოა, ყველა დააკავონ.

"ლევანი რომ დააკავეს, ხომ შემეძლო, გამოვსულიყავი მე და მეთქვა ხალხისთვის - აბა, ხალხო, გავაპროტესტოთ - არავითარ შემთხვევაში, მეც რომ დამაკავონ, ყველანი მოემზადეთ 4 რიცხვისთვის. 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ბედი, 4-ში ვიმარჯვებთ და ვუშვებთ ამ მავნებლებს სხვაგან.

ისეთი შეშინებულები არიან ესენი, რომ არ გამოვრიცხავ, რაღაც მიზეზების გამო, ყველანი დაგვაკავონ, მაგრამ ხალხი ჩამოდის რაიონებიდან, გამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან რუსთაველზე ისეთები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ გამოსულან და ახლა ყველანი გამოდიან იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, ქვეყანა იკარგება და 4-ში ჩვენ ამას ვიბრუნებთ.

ბატონებო, ჩვენ 4-ში ვამარცხებთ ივანიშვილს მშვიდობიანად, ხელისუფლებას არ ვამარცხებთ იმიტომ, რომ ის ისედაც არ არსებობს. 

რაც შეეხება დაკავებებს, არ არის აუცილებელი, იყო იურისტი, რომ მიხვდე, არაფრის გულისთვის რომ იჭერენ ხალხს. თუ ფულის დაპირებაზე იჭერენ ხალხს, მაშინ ბიძინა ივანიშვილი კარგა ხნის დაკავებული უნდა იყოს. არარსებული ბრალდებებით აკავებენ ხალხს, ეს არის მათი უსუსურობა, თორემ თუ კლოუნი და არასერიოზულია ადამიანი, მაშინ რატომ იჭერ, თურმე სერიოზული ყოფილა და მე არ გამოვრიცხავ, რომ 3 ოქტომბრის საღამოს ივანიშვილი საქართველოში აღარ იყოს, ისე მიდის ეს საქმე და ისეა შეშინებული ის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement