Logo

პაატა ბურჭულაძე - "ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან, მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი

საზოგადოება
334
Frontnews image description

"ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან. დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და "რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, აქეთ მურთაზი, იქით - მე, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს მიმართა, თუ ის მასში მოძალადეს ხედავს, მზადაა, დაისაჯოს.

"ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან, მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე რომ მოვუწოდებდი ვინმეს დანა დაარტყი, მოკალიო, დაიჯერებთ? მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი. კი მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, მაგრამ მე ბავშვებს ვეხმარები მთელი ცხოვრება. 

დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, აქეთ მურთაზი, იქით - მე, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი [თორნიკე მარსაგიშვილი] 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბენ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა კი რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement