Logo

პაატა ბურჭულაძე - "ოცნების" 6 წევრზე უნდა გადავწყვიტოთ და მოვითხოვოთ მათი დატყვევება, შსს ვალდებულია, ჩაგვაბაროს ისინი

პოლიტიკა
381
Frontnews image description

"ოცნების" 6 წევრზე უნდა გადავწყვიტოთ და მოვითხოვოთ მათი დატყვევება - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც მათ დაიცავენ, პასუხისგებაში მიეცემიან.

"მოგესალმებით, გულანთებულო ქართველებო. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და დღეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ. მე და არც არავინ არ ვართ აქ მოსული, რომ რამე შეტაკებები მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. ამიტომ, დღეს არ არის აქცია, დღეს არის საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული კრება, რომელსაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია. მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ, ეს ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეკრებილი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ - ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ე.წ. ხელისუფალმა დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს  სუვერენიტეტისა და მოქალაქისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაპირებთ შემდეგ საკითხს : ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ხალხს. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად აქვს დაკარგული ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია. მესამე - ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანობის დაცვას. 

შსს უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ისინი ემსახურებიან ბანდიტებს.

ხმა უნდა მივცეთ კიდევ ერთ საკითხს - "ოცნების" 6 წევრზე უნდა გადავწყვიტოთ და მოვითხოვოთ მათი დატყვევება - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი. შსს ვალდებულია, ჩაგვაბაროს ისინი და ვინც მათ დაიცავთ, პასუხისგებაში მიეცემიან", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement