Logo

პაატა ბურჭულაძე - საორგანიზაციო კომიტეტში არიან ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი პაატა ბურჭულაძე

პოლიტიკა
298
Frontnews image description

წარმოგიდგენთ ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში - ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი პაატა ბურჭულაძე, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის ხალხი, ვინც აორგანიზებს დღევანდელ შეკრებას.

"რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში, წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი პაატა ბურჭულაძე.

ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები. უნდა მიიღოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა. ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე. დროშები არ დაგავიწყდეთ. გამარჯვება ჩვენსკენაა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement