Logo

პაატა ბურჭულაძე - თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს?

პოლიტიკა
120
Frontnews image description

გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის ის ერთადერთია სახელოვნებო სფეროდან.

"როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება - აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. გამოდის დამნაშავეები ვზივართ და უდანაშაულოები გარეთ არიან, ეს ასობით ადამიანი რომ გამოვიდა, პარლამენტში ხომ არ სხედან დამნაშავეები? ჩვენ აქ ყველა ამაყად ვსხედვართ.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები