
ავტორი
Front News საქართველო
გაჩნდა პირველი ნაპერწკალი, სიმართლის ნაპერწკალი საქართველოში. მე აქედან მივესალმები ბატონ ვლადიმერ ხუჭუას და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი სახელით და ყველა ჩემი თანამოაზრის სახელით, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სასამართლოშიც გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას.
“გაჩნდა პირველი ნაპერწკალი, სიმართლის ნაპერწკალი საქართველოში. მე აქედან მივესალმები ბატონ ვლადიმერ ხუჭუას და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი სახელით და ყველა ჩემი თანამოაზრის სახელით. მან გმირული საქციელი ჩაიდინა, რომ აღუდგა წინ ამ უსამართლობას. ჩვენ ყველა მოვედით აქ იმისთვის, რომ ამ სასამართლოს ვუთხრათ, რომ იმედი გვაქვს, ამ სასამართლოშიც გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თაგები:
პაატა ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს