Logo

პაატა ბურჭულაძე – მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე

საზოგადოება
1015
Frontnews image description

ცოტა ხნის წინ მავნებლებმა მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით!, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წერს.

მისივე თქმით, გამოძიება მას გზის უკანონო გადაკეტვას ედავება.

“გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!”, – წერს პაატა ბურჭულაძე.

Advertisement