
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს.
“ყველაფერს აქვს საზღვარი, ამის მოთმენა აღარ შეიძლება, მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
„ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpaata.burchuladze%2Fposts%2F4564626370242885&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს