Logo

პაატა ბურჭულაძე – წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, რადგან “ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს

პოლიტიკა
1198
Frontnews image description

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

 

როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, წინააღმდეგია მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის და აღნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება.

 

“ბატონო რუსლან, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს.

 

10 წელია, რაც შემობრძანდა ჩვენთან და გაპარტახებულ ცხოვრების პირობებთან ერთად ღირსებასაც გვაკარგვინებს.

 

ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები