პაატა ჩადუნელი - ვალერი გელაშვილი ცდილობს, თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად გაასაღოს, ეს არის სიცრუე


ავტორი
Front News საქართველო
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", პაატა ჩადუნელი, აცხადებს, რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვალერი გელაშვილი ცდილობს, საკუთარი კანდიდატურა წარმოაჩინოს, როგორც მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი.
ჩადუნელის თქმით, ვალერი გელაშვილს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ხაშურში მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან სწორედ თავად არის.
"ხაშურის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია მერობის ორი კანდიდატი. ერთი გახლავართ მე, პაატა ჩადუნელი, წარდგენილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" და ასევე არის წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ვალერი გელაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი, სამწუხაროდ ცდილობს, რომ გაასაღოს თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ის არ არის კავშირში "ქართულ ოცნებასთან", იგი არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას". მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"," - აცხადებს პაატა ჩადუნელი.
თაგები:
პაატა ჩადუნელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა