პაატა დავითაია – ხელისუფლებას უნდა უნდოდეს, რომ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ პროცესში გადავიდეს

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან საინტერესოა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ორივე მხარემ შეცვალა ტაქტიკა – ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება უფრო ადრე დაარბიოს საზოგადოება, რადგან დაიღალნენ და დროის სივრცეში პრობლემები აქვთ, მაგრამ, ტაქტიკა შეცვალეს ახალგაზრდებმა, რომელთა მოქმედებაც სულ სხვანაირი გახდა, – ამის შესახებ “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა, მთავარია, ეს ყველაფერი გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში.
“ძალიან საინტერესოა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ორივე მხარემ შეცვალა ტაქტიკა – ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება უფრო ადრე დაარბიოს საზოგადოება, რადგან დაიღალნენ და დროის სივრცეში პრობლემები აქვთ, მაგრამ, ტაქტიკა შეცვალეს ახალგაზრდებმა, რომელთა მოქმედებაც სულ სხვანაირი გახდა. ახლა, მთავარია, ეს ყველაფერი გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში. უპირველესყოვლისა, ხელისუფლებას უნდა უნდოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესში გადავიდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ დაიწყო მოლაპარაკება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც მთავარი მოთხოვნაა, თუმცა, დაემატა მოთხოვნა და აქ საუბარია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაირღვა და არჩევნებზეა დამოკიდებული ის ცვლილებები, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ყოველდღიური პროცესი გაგრძელდეს ასე, მაგრამ თუ ამას პოლიტიკური სახე არ ექნება, როგორ მოხერხდება მიჭირს საუბარი“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
თაგები:
პაატა დავითაია




