პაატა იმნაძე – ანტივაქსერებზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ანტივაქსერი ყველგან არის, თუმცა მათზე საშიშია ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს.
“გუშინ მითხრეს, რომ რაღაც სპეციალური ჯგუფი იყო, რომელიც ადგილებს ჯავშნიდა, რათა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია.
ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში? ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თაგები:
პაატა იმნაძე




