Logo

პაატა იმნაძე – ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ

საზოგადოება
784
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შეზღუდვების დაწესება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება, თუმცა, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, საჭიროა მოქალაქეები ჩაერთვნენ იმუნიზაციის პროცესში და მკაცრად დაიცვან არსებული რეგულაციები. 

 

“ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ ბრძოლის ორი იარაღი დაგვრჩა ამ ეტაპზე ვირუსთან საბრძოლველად. ეს არის პირველი – ვაქცინა და მეორე – არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა. ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით, პირბადის ტარება, სრულიად საკმარისი იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები