Logo

პაატა იმნაძე – ლოკდაუნი არ იგეგმება, რეგულაციების დამატება განიხილება

საზოგადოება
1209
Frontnews image description

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა.

 

“საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ამასთან, პაატა იმნაძემ დაადასტურა ორჯერ ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევა და განაცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

 

“მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. ასპროცენტიანი ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“,- აღნიშნა იმნაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები