
ავტორი
Front News საქართველო
მე პირადად “ეროვნული მოძრაობიდან” ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი “ეროვნული მოძრაობიდან”, კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს ევროპისკენ სვლას, თუმცა, ეს უნდა მოხდეს საქართველოს დაუზიანებლად, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც სურთ არეულობა
“მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ ის იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვართ ყველა ევროპისკენ და გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად და ვიღაცებს უნდათ, ჩაერთონ შარში და უბედურებაში”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
თაგები:
პაატა კვიჟინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს