Logo

პაატა მანჯგალაძე - 4 ოქტომბრის დღის წესრიგის შემქმნელი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ეს ვერ გაუგია რეჟიმს

პოლიტიკა
118
Frontnews image description

4 ოქტომბრის შემოქმედი არის არა რომელიმე ლიდერი, არამედ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავებით 4 ოქტომბრის გეგმები არ იცვლება.

"ლევანის დაკავების შემდეგ 4 ოქტომბრის გეგმაში, რა თქმა უნდა, ამით არაფერი იცვლება. ლევანი ამაზე საუბრობდა, რომ ამის რისკი არსებობდა. ახლა მთავარია, რამდენი ადამიანი გამოვა და აიღებს პასუხისმგებლობას.

4 ოქტომბრის შემოქმედი არის არა რომელიმე ლიდერი, აქ რეჟიმი შეცდომას უშვებს, რეჟიმს ჰგონია, რომ პრობლემა აქვს რომელიმე ლიდერთან, არა - მას პრობლემა აქვს საქართველოს მოქალაქესთან და 4 ოქტომბრის შემოქმედი, 4 ოქტომბრის დღის წესრიგის შემქმნელი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ეს ვერ გაუგია რეჟიმს, ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Advertisement