Logo

პაატა მანჯგალაძე – აღიარეს, რომ ამ ფორმით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გამოხატავს საქართველოს ინტერესს

პოლიტიკა
1434
Frontnews image description

აღიარეს, რომ ამ ფორმით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გამოხატავს საქართველოს ინტერესს, – ამის შესახებ  Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, წინა კვირაში ჯარისკაცების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამოსასწორებლად ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. 

 

“წინა კვირაში “ოცნებას” ჰქონდა აღვირახსნილი კამპანია უკრაინაში მებრძოლი ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, რომ თურმე ისინი გმირები კი არ არიან, არამედ ფულის გამო იბრძვიან, რასაც მოყვა მუქარა მათ მიმართ, რომ საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ. მერე იმ ქვეყნის,  რომლის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებულია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა და განაცხადა,  რომ  არ იცის, მტერი ვინ არის.  

 

როგორც ჩანს, საზოგადოების მწვევე რეაქციიდან გამომდინარე და შექმნილი იმიჯის გამოსასწორებლად წამოვიდნენ დათმობაზე და აღიარეს, რომ იმ ფორმით,  როგორც არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური,  არ გამოხატავს საქართველოს ინტერესს. 

 

ჯარისკაცების საქმე ნამდვილად არ არის დაცვის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან პენიტენციურ სამინისტროში ყარაულის როლის მორგება.  ჩვენ გვჭირდება მცირერიცხოვანი, მაგრამ გაწვრთნილი, მაღალი ტექნოლოგიების შეიარაღებით აღჭურვილი  ჯარი. არა იმიტომ რომ მილიტარისტები ვართ და ომი გვინდა, არამედ იმიტომ რომ მტერმა იცოდეს, ღმერთმა ნუ ქნას და თუ საჭირო გახდება, იოლი გასეირნება არ ელოდება საქართველოში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები