
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. რუსულ კანონს არაფერ აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან და არც ავსტრალიურ კანონთან.
“ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამ დასკვნაში, შეფასებაში, გაბათილებულია ყველა არგუმენტი “ქართული ოცნების”, რომ თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა და სხვა რამეს არ ისახავდა მიზნად. აქ დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ რუსულ კანონს არაფერ აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან, არც ავსტრალიურ კანონთან და პირდაპირაა საუბარი, რომ დაფინანსების წყაროს მიხედვით ადამიანის უცხოეთის სამსახურში მყოფად, ან აგენტად გამოცხადება არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ასევე გაბათილებულია არგუმენტები, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიზნის მიღწევის საშუალება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს